Accentnews.ge
პუტინი უშიშროების საბჭოდან თვის განმავლობაში უკვე მეორე ჩინოსანს ათავისუფლებს

პუტინი უშიშროების საბჭოდან თვის განმავლობაში უკვე მეორე ჩინოსანს ათავისუფლებს

01/02/2023 14:05:44 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობიდან იური ავერიანოვი გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანებულება სამართოებრივი ინფორმაციის პორტალზეა გამოქვეყნებული.

ბრძანებულებაში მიზეზად ავერიანოვთან "კონტრაქტის ვადის ამოწურვა" და "სხვა სამსახურში გადაყვანა" სახელდება.

მმართველ პარტია "ერთიან რუსეთში" აცხადებენ, რომ ჩინოსანი პარტიის თავმჯდოომარის - დიმიტრი მედვედევის თანაშემწედ იმუშავებს.

ცნობისთვის: ავერიანოვი 2000 წლის ზაფხულიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცოაში მუშაობდა, შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო, ხოლო პირველ მოადგილედ პრეზიდენტმა იგი 2013 წლის მარტში დანიშნა. 2021 წლის ბოლოს პუტინმა ავერიანოვს კონტრაქტი 2023 წლის 17 იანვრამდე გაუხანგრძლივა.

ორიოდ კვირის წინ პუტინმა თანამდებობიდან უშიშროების საბჭოს კიდევ ერთი თანამშრომელი - მდივნის თანაშემწე ალექსეი პავლოვი გაათავისუფლა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ დასახელებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S