ჯონსონი – დასავლეთს: "დაზოგეთ დრო, ფული და სიცოცხლე, მიეცით უკრაინელებს საჭირო იარაღი"
01/02/2023 12:49:33 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი დასავლეთს უკრაინისთვის საჭირო იარაღის გადაცემისკენ მოუწოდებს.
"დაზოგეთ დრო, ფული და გადაარჩინეთ სიცოცხლე, მიეცით უკრაინელებს, რაც მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება მალე", - განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა Fox News–სთან ინტერვიუში.
ჯონსონი უარყოფს მოსაზრებას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ომი შესაძლოა, ბირთვულ კონფლიქტად გადააქციოს.


