Accentnews.ge
იაპონიია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

იაპონიია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

01/02/2023 10:15:04 მსოფლიო

იაპონიია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის 170 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

„აღდგენის ამ ეტაპზე უდავო პრიორიტეტია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, რომელიც აუცილებელია მოქალაქეების ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს არის აუცილებელი ნაბიჯი უკრაინელების სახლებში დასაბრუნებლად და რეგიონების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

კუბრაკოვმა დააზუსტა, რომ დახმარება მოიცავს იაპონელი პარტნიორების მიერ აღდგენისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S