სტოლტენბერგი: "ევროპას არ შეუძლია, უგულებელჰყოს აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე პროცესები"
01/02/2023 10:00:29 მსოფლიო
ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა ნატო–ს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას პარტნიორებთან ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების არეალებში და განაცხადა, რომ "ევროპას არ შეუძლია უგულებელჰყოს აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე პროცესები, რადგან გლობალური უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია".
"პარტნიორებთან მსოფლიოს გარშემო მუშაობა, განსაკუთრებით ინდოეთისა და წყნარი ოკეანის არეალში, წარმოადგენს ნაწილს პასუხისა უფრო სახიფათო და წინასწარ განუსაზღვრელ მსოფლიოზე" - განაცხადა სტოლტენბერგმა იაპონიაში, კეიოს უნივერსიტეტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, ნატო გააღრმავებს კავშირებს ტოკიოსთან, იმ ფონზე, როცა სულ უფრო იძაბება უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის და პეკინთან მოსკოვის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო.


