
TI – უნგრეთი ევროკავშირში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად მიიჩნევა
01/02/2023 09:45:46 საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველოს” (TI) განცხადებით, კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, უნგრეთი ევროკავშირში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად მიიჩნევა.
TI–ს მიერ გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, კორუფციის კუთხით საჯარო სექტორში ქვეყანას ყველაზე ცუდი მდგომარეობა აქვს. ინდექსში უნგრეთს 100-დან 42 ქულა აქვს და 180 ქვეყნას შორის 77-ე ადგილს იკავებს.
აქამდე ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე კორუმპირებულად ბულგარეთი მიიჩნეოდა და ინდექსშიც ყველაზე ცუდი მაჩვენებელიც მას ჰქონდა. თუმცა, წელს გამოქვეყნებულ რეიტინგში უნგრეთი ოთხი ადგილით ჩამოქვეითდა. ქვეყანაში არსებული კორუფცია და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემები იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც, ევროკავშირმა უნგრეთს 30 მილიარდი დოლარის მოცულობის დამხარება გაუჩერა. თავის მხრივ, უნგრეთის მთავრობა ბრალდებებს უარყოფს.
„კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე. ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.