Accentnews.ge
მედია - ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, პოლონეთში შეხვდეს

მედია - ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, პოლონეთში შეხვდეს

01/02/2023 09:01:42 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა, პოლონეთში შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა Dziennik Gazeta Prawna კიევის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ზელენსკი ბაიდენს 10-პუნქტიანი მშვიდობის გეგმას და სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის იდეას წარუდგენს.

როგორც პოლონური მედია იუწყება, საუბარი ასევე შეეხება უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას. ჯერჯერობით, ოფიციალურად ამერიკული და უკრაინული მხარეები პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობას არ ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S