Accentnews.ge
მედია – იტალია საფრანგეთთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს

მედია – იტალია საფრანგეთთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს

01/02/2023 08:37:46 მსოფლიო

იტალია საფრანგეთთან ერთად უკრაინის საჰაერო თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს, – იუწყება FT.

იტალიის თავდაცვის მინისტრ გვიდო კროჩეტოს განცხადებით, რომი მზად არის დააკმაყოფილოს უკრაინის მოთხოვნები საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით.

"სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელსაც ამჟამად ამზადებს მელონის მთავრობა, მოიცავს რუსული სარაკეტო თავდასხმისგან თავდაცვის იარაღს. საჰაერო თავდაცვის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პარიზთან ერთად", – განაცხადა მინისტრმა.

"მიუხედავად იმისა, რომ დეტალები არ არის დადასტურებული, სავარაუდოდ, იტალია მიაწვდის რაკეტების გამშვებ სისტემებს, ხოლო საფრანგეთი – რაკეტებს", – იტყობნება FT.

„იტალია დააკმაყოფილებს უკრაინის თხოვნებს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში“, - დასძინა კროზეტომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S