Accentnews.ge
ამერიკელი მწარმოებელი გამოდის ინიციატივით, უკრაინას საბრძოლო დრონები $1-ად მიჰყიდონ

ამერიკელი მწარმოებელი გამოდის ინიციატივით, უკრაინას საბრძოლო დრონები $1-ად მიჰყიდონ

01/02/2023 08:06:40 მსოფლიო

კომპანიამ General Atomics-მა უკრაინის მთავრობას ორი ერთეული Reaper MQ-9 საბრძოლო დრონის თითო დოლარად შეძენა შესთავაზა. იარაღის მწაროებელი თვლის, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინას რუსეთის მოსალოდნელი შეტევისგან თავდაცვში დაეხმარება, - იუწყება The Wall Street Journal (WSJ).

ამავდროულად, გამოცემის გათვლით, აღნიშნული გარიგების განხორციელების შემთხვევაში დრონების უკრაინამდე მიწოდება კიევს $10 მლნ დაუჯდება, მათი რეგულარული მომსახურება კი - წელიწადში $8 მლნ.

დრონების გარდა, ამერიკელი მწარმოებელი მზადაა, უკრაინელ სამხედროებს უპილოტო საფრენი აპარატების მართვის სახმელეთო სადგურიც მიაწოდოს.

ამჟამად უკრაინას Reaper-ის ტიპის დრონის უფრო ძველ ვერსიას — MQ-9A Block-ს სთავაზობენ, თუმცა ისიც რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს.

უკრაინისთვის დრონების მიწოდებაზე თანხმობა თეთრმა სახლმა უნდა გასცეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S