
კალაძე: "მეტროს სადგური "ვარკეთილი" 2 თვით დაიკეტება"
01/02/2023 07:23:21 საზოგადოება
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ 9 თებერვალს დაიწყება მეტროს სადგური "ვარკეთილის" რეაბილიტაცია.
მისი თქმით, სამუშაოები 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია ბაქანსა და მეტროში ჩასასვლელში აზბესტის ფილების დემონტაჟი.
"სწორედ ამიტონ აუცილებელი იქნება სადგურის ორი თვით დაკეტვა", – განაცხადა მერმა.
პირველადი ინფორმაციით, სადგური ივნისი-აგვისტოს პერიოდში დაიკეტება და წინასწარ ეცნობება მოსახლეობას.