Accentnews.ge
ავსტრალიამ ირანს რუსეთისთვის "დრონების" მიწოდების გამო დამატებითი სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ ირანს რუსეთისთვის "დრონების" მიწოდების გამო დამატებითი სანქციები დაუწესა

01/02/2023 06:55:33 მსოფლიო

ავსტრალიამ ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო დამატებითი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ფინანსური სანქციები დაუწესდება 4 ფიზიკურ და 4 იურიდიულ პირს, რომლებიც ჩართულები იყვნენ "დრონების" წარმოებასა და მათი რუსეთისთვის გადაცემის პროცესში.

„ავსტრალია დგას მიანმარის, ირანისა და უკრაინის ხალხის გვერდით დგას. ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ნებისმიერ სტრატეგიას დაწყებული დიალოგიდან და დიპლომატიიდან, დასრულებული სანქციებით, რათა დავიცვათ ადამიანის უფლებები“, - განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S