რუსეთში ნევზოროვისთვის 9-წლიან პატიმრობას მოითხოვენ
01/02/2023 06:51:48 მსოფლიო
მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს პროკურორმა ჟურნალისტ ალექსანდრე ნევზოროვისთვის 9-წლიანი პატიმრობა მოითხოვა "რუსული არმიის შესახებ ფეიქების გავრცელების" ბრალდებით, რომელიც უკრაინული ბუჩასა და ირპენის შესახებ პუბლიკაციებს ეფუძნება.
გასული წლის 4 მაისს რუსეთის შსს-მ ნევზოროვი ძებნაში გამოაცხადა, 6 მაისს კი დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნევზოროვი ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ, თუმცა შედგომში რუსეთის მმართველი რეჟიმისადმი კრიტიკულად განეწყო და ამჟამად მხარს უჭერს უკრაინისთვის ყველა ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის დაბრუნებას.
2022 წლის აპრილში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნევზოროვი "უცხოეთის აგენტების" სიაში შეიყვანა.
ამჟამად ჟურნალისტი რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება.


