"ვფიქრობთ, ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რადგანაც უკრაინული მიწები არის ოკუპირებული"
01/02/2023 06:26:11 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარას მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ამის შესახებ მან ბუდაპეშტში გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ომი უნდა დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით უკრაინისთვის, რადგანაც უკრაინული მიწები ოკუპირებულია.
„ვფიქრობთ, ომი დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ცხადია, ჩვენ ეს გვსურს, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რადგანაც უკრაინული მიწები არის ოკუპირებული. მშვიდობა უნდა იყოს მისაღები ორივე მხარისთვის. ეს არ უნდა იყოს ნაკარნახევი მშვიდობა, რადგან ამას არცერთი მხარე არ მიიღებს“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
მისი თქმით, თურქეთი ომის დაწყებიდან დღემდე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.


