უკრაინის გენშტაბი – რუსეთი დიდი დანაკარგით ისევ უტევს ბახმუტსა და ლიმანს
01/02/2023 06:21:53 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა და 65-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის სუმის, ხარკოვის, ნიკოლაევის და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევას ლიმანის და ბახმუტის მიმართულებებით, სადაც დიდი დანაკარგი აქვს და წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკასა და ნოვოპავლოვსკზე.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის რვა დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტის რაიონში. თავდაცვის ძალების ავიაციამ 9 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 13 რაიონი, მართვის პუნქტი და საბრძოლო მასალების საწყობი.


