Accentnews.ge
მედია – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, აშშ კიევს შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს გადასცემს

მედია – უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, აშშ კიევს შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს გადასცემს

01/02/2023 06:06:42 მსოფლიო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად, აშშ კიევს შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს (GLSDB) გადასცემს, – იუწყება Reuters.

მისი ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირის ბოლომდე სავარაუდოდ, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე განაცხადებს. პაკეტი 150 კილომეტრზე მოქმედების რაკეტების გარდა, Patriot-ს საჰაერო თავდაცვის სისტემების დამხმარე აღჭურვილობას, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალასა და Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მოცავს.

შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის დღემდე გაგზავნილი რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 80 კილომეტრია. კიევი დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედების რაკეტებს (ATACMS).

არაოფიციალური ცნობებით, დასავლეთი უკრაინისთვის ამ რაკეტების მიწოდებაზე უარს ამბობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების და ომის უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გამო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S