Accentnews.ge
ჩავუშოღლუ: "თურქეთი ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივად ტრანსკავკასიურ დერეფანს განიხილავს"

ჩავუშოღლუ: "თურქეთი ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივად ტრანსკავკასიურ დერეფანს განიხილავს"

01/02/2023 06:05:34 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ანკარა „ჩრდილოეთის დერეფნის“ ალტერნატივად ტრანსკავკასიურ დერეფანს განიხილავს. ამის შესახებ მან ბუდაპეშტში გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, თურქეთი ცდილობს, ისარგებლოს რეგიონის შესაძლებლობებით, აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ირანთან სამმხრივი და ოთხმხრივი მექანიზმების გამოყენებით.

„როდესაც ჩრდილოეთის დერეფნის ალტერნატივას ვეღარ ვხედავთ, ჩვენ ვცდილობთ ტრანსკავკასიური, კასპიისა და შუა დერეფნის გახსნას. თურქეთი და აზერბაიჯანი ამ კუთხით ცენტრალურ ადგილს იკავებენ. იმედი მაქვს, სამომავლოდ სომხეთიც შემოგვიერთდება, როდესაც პროექტს განვახორციელებთ. შუა დერეფანი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება“, -განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S