პუტინმა ცვლილებები შეიტანა ტერორისტული საფრთხის დონის შესახებ ბრძანებულებაში
31/01/2023 20:24:24 მსოფლიო
რუსეთში მანქანების ინსპექტირება შემოიღეს ტერორისტული საფრთხის „ყვითელი“ (მაღალი) დონის მქონე რეგიონებში. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოაწერა ხელი.
ცვლილებები შევიდა 2012 წლის დადგენილებაში „ტერორისტული
საფრთხის დონის დადგენის პროცედურის შესახებ“: იმ რეგიონების ხელისუფლებებს, სადაც მოქმედებს „ყვითელი“ საფრთხის დონე, უფლება აქვთ, ადმინისტრაციულ საზღვრებზე შეამოწმონ მანქანები იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. წესების წინა ვერსია ითვალისწინებდა მანქანების ინსპექტირებას მხოლოდ კრიტიკული ("წითელი") დონის დროს, –აღნიშნავს Meduza.
გარდა ამისა, წინა დადგენილებიდან ამოღებულია პუნქტი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ტერორისტული საფრთხის დონე შეიძლება, განისაზღვროს არაუმეტეს 15 დღის ვადით“.
გასული წლის თებერვლის ბოლოს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, საფრთხის „ყვითელი“ დონე შემოიღეს უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რიგ რეგიონებში.


