აშშ: რუსეთი არ ასრულებს ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას
31/01/2023 19:09:02 მსოფლიო
შეერთებული შტატები აცხადებს, რომ რუსეთი არ ასრულებს ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებით – ახალი New START-ით ნაკისრ ვალდებულებას, რომლის მიხედვითაც თავის ტერიტორიაზე უნდა დაუშვას ინსპექტორები.
Reuters-ის ცნობით, 31 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის "უარი ინსპექტირებისთვის საჭირო თანამშრომლობაზე ხელს უშლის შეერთებულ შტატებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი უფლებების რეალიზებაში და საფრთხეს უქმნის აშშ-რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის კონტროლის სიცოცხლისუნარიანობას."
ახალი მოლაპარაკებები მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ინსპექტირების განახლებაზე ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ რუსეთმა გადადო და შეხვედრის ახალი თარიღი არ დანიშნულა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ "სრულიად შესაძლებელია" 2026 წლის შემდეგ დასრულდეს აშშ-თან გაფორმებული New START-ის შეთანხმება.


