Accentnews.ge
"მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტები გადააკეთეს და სიმაღლე შეამცირეს"

"მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტები გადააკეთეს და სიმაღლე შეამცირეს"

31/01/2023 16:16:26 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედის“ ეზოში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დოკუმეტების გაყალბების თაობაზე. კერძოდ, ოფიციალურ დოკუმენტებში მის სიმაღლეს ცვლიან, რათა წონაში დაკლება კატასტროფული არ გამოჩნდეს:

"მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ყველაფერთან ერთად, ძალიან ცუდი ინფორმაცია მივიღე, რომ მიხეილ სააკაშვილის დოკუმენტები გადააკეთეს და მისი სიმაღლე შეამცირეს იმისთვის, რომ მისი წონის კლება კატასტროფული არ გამოვიდეს. ეს არის ნამდვილი კრიმინალი და კაცმა არ იცის, კიდევ რას გადააკეთებენ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ექიმის ლოგიკა და სინდისი გაიმარჯვებს და როგორც დოკუმენტაცია, ისე დამოკიდებულებაც უფრო ნამდვილი იქნება. ამის მიუხედავად, როგორც გავრცელდა ამბავი, მიშამ დღეს განაცხადა, რომ "ვივამედის" სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებით კმაყოფილია", - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

იხილეთ ასევე: გიული ალასანიას ცნობით, სააკაშვილი რეანიმაციაში ჯერ არ გადაუყვანიათ

ექსპრეზიდენტის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს კლინიკამ რეანიმაციაში გადაყვანა შესთავაზა და ელოდება, როდის გადაიყვანენ.

31 იანვარს, დილით მიხეილ სააკაშვილი დედამ, გიული ალასანიამ, მოინახულა. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ სააკაშვილმა გამთენიისას ისევ დაკარგა გონება.

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლინიკის პერსონალს უშუალოდ გულის წასვლა არ დაუნახავს და ეს იციან მხოლოდ პაციენტის გადმოცემით. "მისი [მიხეილ სააკაშვილის] გადმოცემით, წამიერად დაკარგა გონება და დაეცა", - თქვა მან.

მოგვიანებით გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ მზადდება რეანიმაციული პალატა და გადაჰყავ სააკაშვილი.

28 იანვარს ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ელაპარაკა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შეამცირა საკვების მიღება და უარს აცხადებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცედურების ჩატარებაზე.

ჩხაიძემ სააკაშვილის ახლობლებს მოუწოდა, დაარწმუნონ ექსპრეზიდენტი, რომ ექიმების რეკომენდაციებს დაემორჩილოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S