Accentnews.ge
ადვოკატი: "სააკაშვილის ინფორმაციით, რეანიმაციაში მისი გადაყვანა სხეულის მასის ინდექსის გამო გადაწყდა"

ადვოკატი: "სააკაშვილის ინფორმაციით, რეანიმაციაში მისი გადაყვანა სხეულის მასის ინდექსის გამო გადაწყდა"

31/01/2023 14:27:03 საზოგადოება

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძემ "ვივამედში" მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა მისი დაცვის ქვე მყოფი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„მე ვნახე სააკაშვილი, გადასხმა უკეთდებოდა. ექთანი შემოვიდა. შემდეგ ბატონ მიხეილს ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მიპასუხა, "მითხრეს, რომ გადასაყვანი ხარ და მე თანხმობა განვუცხადე, ველოდები როდის შემომაკითხავენ და გადამიყვანენო“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ და როგორც ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, „მან იცის, რომ დღესვე გადაიყვანენ“.

ადვოკატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს მედპერსონალთან პრეტენზიები არ აქვს, „კლინიკაში კარგად, ყურადღებით და გულისხმიერად მექცევიანო".

კითხვაზე, თუ რა გახდა მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი შესაძლოა, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ, როგორც ადვოკატმა განმარტა, თავად სააკაშვილმა უთხრა, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს „სხეულის მასის ინდექსი“:

„აღწერაც არ მინდა ვიზუალურად. ასე სუსტად მე ის არასდროს მინახავს. სხვა დაეხმარა, რომ მეორე ოთახში გასულიყო. ძალიან სუსტად არის. კომუნიკაციის დამყარება უჭირს. ის გადასხმას იკეთებს, მაგრამ მე როგორც გავარკვიე, საუბარია კვების შემცველობის მქონე გადასხმაზე. ვენურ თერაპიაზე არ დათანხმებია იმიტომ, რომ თქვა, საჭმელს ვიღებ და რატომ უნდა გადავისხაო“.

იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაყავთ, გიორგი ჩალაძემ განაცხადა კლინიკაში ვიზიტის შემდეგ. მან პაციენტის მდგომარეობას უწოდა საგანგაშო და თქვა, რომ ის რეანიმაციულ ჩარევას საჭიროებს. ჩალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზადდება შესაბამისი პალატა. ამის შემდეგ "ვივამედში" მოკლე კომენტარი გააკეთეს იმის შესახებ, რომ სააკაშვილი რეანიმაციაში ჯერ არ გადაუყვანიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S