Accentnews.ge
Euromonitor: "რუსეთი სანქციებს გვერდს უვლის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იმპორტის გზით"

Euromonitor: "რუსეთი სანქციებს გვერდს უვლის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იმპორტის გზით"

31/01/2023 14:19:29 მსოფლიო

უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვისთვის ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთისათვის საქონლის მიწოდება ევროპის ბევრი ქვეყნიდან არათუ შეჩერდა, არამედ გაიზარდა მეზობელ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რეექსპორტის გზით და ის თვიურად 700 მილიონი ევროს საქონელს იღებს,- წერს RBC კვლევით კომპანია Euromonitor International-ის ანგარიშზე დაყრდნობით.

ევროსტატის მონაცემებით, რომელსაც ანგარიშის ავტორები ეყრდნობიან, 2022 წლის მარტიდან ნოემბრამდე, სანქციების დაწესების შემდეგ, ევროპიდან რუსეთში ექსპორტი 47%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 36,3 მილიარდი ევრო შეადგინა.

ამავდროულად, ევროპიდან საქონლის ექსპორტი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, საქართველო, უზბეკეთი და ყირგიზეთი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმავე 48%-ით გაიზარდა და 20,3 მილიარდი ევრო შეადგინა.

რუსეთის მეზობელ ექვს ქვეყანაში იმ საქონლის ექსპორტი, რომლის რუსეთისთვის მიწოდება შეიზღუდა, გაიზარდა 95%-ით, ხოლო რუსეთში მათი მიწოდება, როგორც მოსალოდნელი იყო, 71%-ით შემცირდა, – წერენ ანგარიშის ავტორები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S