კულება - უკრაინის შეიარაღებული ძალები 140-მდე თანამედროვე დასავლურ ტანკს მიიღებს
31/01/2023 13:56:33 მსოფლიო
გადმოცემის პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები 140-მდე თანამედროვე დასავლურ ტანკს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბრიფინგზე განაცხადა.
“გადმოცემის პირველ ტალღაში უკრაინის შეიარაღებული ძალები თანამედროვე დასავლური მოდელების ტანკების 120-დან 140-მდე ერთეულს მიიღებს. ეს არის Leopard 2, Challenger 2, M1 Abrams. და Leclerc-ების ძალიან დიდი იმედი გვაქვს”, - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, სატანკო კოალიცია ახლა 12 მონაწილეს ითვლის, მაგრამ კოალიციის ყველა ქვეყნისა და მათი პრაქტიკული წვლილების დასახელება ჯერ ადრეა.
“ბევრმა მათგანმა ჯერ კიდევ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები მათ შიდა პროცედურებთან შესაბამისობაში”, - თქვა კულებამ.


