
გელათზე დასკვნის გასაჯაროების პარალელურად ჩუბინაშვილის ცენტრში ფინანსური შემოწმება იწყება
31/01/2023 12:00:44 საზოგადოება
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში აუდიტი შევიდა და ფინანსურ შემოწმებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ ცენტრის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.
ჩუბინაშვილის ცენტრმა გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე რესტავრაციის შესახებ მოამზადა დასკვნა, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა. დასკვნა საპატრიარქოს მიმართვის საფუძველზე მომზადდა.
ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ აუდიტი ცენტრში დასკვნის გასაჯაროებამდე შევიდა, თუმცა ჩუბინაშვილის ცენტრი რომ დასკვნას ამზადებდა, ეს ინფორმაცია სამინისტროსა და პროფესიული წრეებისთვის ცნობილი იყო.
ანგარიში 36-გვერდიანია და ცენტრის გვერდზეა განთავსებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია. ძეგლის რესტავრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გაუმჭვირვალეა და უკიდურესად ცენტრალიზებული.