Accentnews.ge
ზურაბ ჩხაიძე: "კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ, კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან"

ზურაბ ჩხაიძე: "კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ, კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან"

31/01/2023 10:22:29 საზოგადოება

„ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს „წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ“, ემუქრებიან ყველა ექიმს, მათ შორის თავად მას და მისი ოჯახის წევრებს.

როგორც ზურაბ ჩხაიძე აღნიშნავს, ყველა მუქარას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„განსაკუთრებით ბოლო პერიოდია, რაც კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხისა და მუქარის ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან. პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს. უკვე გადავიდნენ ოჯახის წევრებზე, მუქარაზე. დასახელდება ყველა ეს ადამიანი. ამ ინფორმაციით დაკავდებიან შესაბამისი სამსახურები. მემუქრებიან მეც და მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრებსაც სატელეფონო და სოციალური ქსელის საშუალებით. ყველა მუქარას შესაბამისი პასუხი გაეცემა. ეს ადამიანები დასახელდებიან“,- აღნიშნავს ჩხაიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S