Accentnews.ge
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი გადადის რეანიმაციაში – გიორგი ჩალაზე

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი გადადის რეანიმაციაში – გიორგი ჩალაზე

31/01/2023 10:09:46 საზოგადოება

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი გადადის რეანიმაციაში,– ამის შესახებ გიორგი ჩალაზემ ჟურნალისტებს განუცხადა „ვივამდთან“.

მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა საჭიროებს ინტენსიურ რეანიმაციულ ღონისძიებებს და მზადდება რეანიმაციული პალატა.

მან ხაზი გაუსვა, რომ განცხადებას არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ პრეზიდენტის ჯანმრთელობის გადასარჩენად აკეთებს.

„ამ წუთას ჩამოვედი პირად ექიმთან საუბრის შემდეგ, ბატონი ზურაც [ვივამედის კლინიკური დირექტორი] საქმის კურსშია... პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო, კრიტკული, სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად საჭიროა, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდეს რანიმაციულ განყოფილებაში. ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, მზადდება რეანიმაციული პალატა და ღონისძიებები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე შენარჩუნდეს. დეტალებზე პასუხს ვერ გაგცემთ, რაც ვიცი, ის გახლავთ, რომ ამ წუთებში პრეზიდენტის მდგომარეობა საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას. ის არ გაყავთ კლინიკიდან. ბატონმა ზურამ [ზურა ჩხაიძე, ვივამედის კლინიკური დირექტორი] რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, თქვეს, რომ ყველაფრისთვის იყვნენ მზად და ფაქტია, რომ მზაობის საჭიროება დადგა“,– თქვა ჩალაძემ.

ჩალაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კლინიკას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

***

დღეს სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტმა კვლავ დაკარგა გონება. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, სააკაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, თუმცა მაღალი ტემპერატურა აქვს.

მოგვიანებით "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ „პისიარ“ ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია და რომ სააკაშვილს ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესება აღენიშნება:

„გუშინ გავიმეორეთ „პისიარ“ ტესტი და უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ტესტის პასუხი უარყოფითია. გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესებაა“.

მან მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანება არ აღენიშნება, „არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა“:

„რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს და პერსონალურ ექთანს, მათ მიერ გონების კარგვა ნანახი არ იყო. პაციენტის გადმოცემით, წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას.

ექთნის მიერ პაციენტი ნანახი იყო საწოლში. მიხეილ სააკაშვილს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. როგორც ის ამბობს, არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა. ზურგით მოხდა კედელთან შეხება. რაც შეეხება პარენტერალურ კვებას, პაციენტი უარს აცხადებს ინფუზიურ თერაპიაზე. პაციენტი თავს იკავებს. აკონტროლებს კალორაჟს, მისი კალორაჟი არის სადღაც 400-500 კალორიის ფარგლებში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S