Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "ნატო იაპონიასთან პარტნიორობის განმტკიცებას განაგრძობს"

სტოლტენბერგი: "ნატო იაპონიასთან პარტნიორობის განმტკიცებას განაგრძობს"

31/01/2023 08:56:07 მსოფლიო

ნატო განაგრძობს იაპონიასთან პარტნიორობის განმტკიცებას უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა.

„უკრაინის ომი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენ ასევე ძალიან მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონია გვაძლევს, მათ შორის თვითმფრინავებისა და ტვირთების შესაძლებლობების გამოყენებით“, – განცხადა სტოლტენბერგმა.

აღსანიშნავია, რომ აზიური ტურნეს ფარგლებში იენს სტოლტენბერგი მანამდე სამხრეთ კორეაში იმყოფებოდა, სადაც სეულს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს იარაღის პირდაპირ ექსპორტს უკრაინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S