Accentnews.ge
"ყაზბეგის" საბაჟოდან 42 000 კგ კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

"ყაზბეგის" საბაჟოდან 42 000 კგ კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

31/01/2023 08:55:22 საზოგადოება

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი 42 000 კგ კარტოფილის შემოწმების შედეგად პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„აღნიშნული საქონელი, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S