Accentnews.ge
ალასანია: "გონების კარგვის ეპიზოდი განმეორდა, მაგრამ არავინ არაფრად აგდებს და რა აზრი აქვს"

ალასანია: "გონების კარგვის ეპიზოდი განმეორდა, მაგრამ არავინ არაფრად აგდებს და რა აზრი აქვს"

31/01/2023 08:00:46 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილს კვლავ ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი.

მისი თქმით, თუ სასამართლო პროცესები გაჭიანურდება, სააკაშვილი მათ დასრულებამდე ვერ გაძლებს.

„გონების კარგვის ეპიზოდი განმეორდა, მაგრამ არავინ არაფრად არ იღებს და რა აზრი აქვს. ხვალ იქნება კიდევ ახალი პროცესი [სასამართლო], გუშნაც იყო, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ ვიცი როდემდე გაძლებს. ამდენი ხანი გაძლებს ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში?! ძალიან მეეჭვება, რა ვიცი. ეს მომდევნო კვირა აღარ დაილია", - თქვა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროცესი ხვალააც არის ჩანიშნული. როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, სავარაუდოდ, მოსამართლე მომდევნო კვირის ბოლოს მიიღებს საქმეზე გადაწყვეტილებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S