Accentnews.ge
საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს ერთობლივად დაამზადებენ

საფრანგეთი და ავსტრალია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს ერთობლივად დაამზადებენ

31/01/2023 07:09:07 მსოფლიო

საფრანგეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ უკრაინისთვის რამდენიმე ათასი საარტილერიო ჭურვის წარმოების მიზნით, მრავალმილიონიან პროექტზე ითანამშრომლებენ.

„იგეგმება ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის უპრეცედენტო პარტნიორობით, ერთობლივად რამდენიმე ათასი, 15-მილიმეტრიანი ჭურვის დამზადება", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ.

„ეს არის იმ მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც საფრანგეთი და ავსტრალია უწევენ უკრაინას, რათა დარწმუნდნენ, რომ უკრაინა შეძლებს ამ კონფლიქტის დასრულებას საკუთარი პირობებით“, - განაცხადა ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა.

ამასთან, არცერთ მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რამდენი საარტილერიო ჭურვი იგულისხმება, თუმცა აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S