Accentnews.ge
"ივანიშვილმა ფეხქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც და სახელმწიფოც"

"ივანიშვილმა ფეხქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც და სახელმწიფოც"

31/10/2019 14:00:33 ციტატა

“ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე - ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები. ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება“.

წერს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განაცხადა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის".

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ. მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა.

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S