Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის გენშტაბი – რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

31/01/2023 06:07:14 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო და 4 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქების, ხერსონის და ოჩაკოვის საცხოვრებელ სახლებზე.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე დიდი დანაკარგით ისევ უტევს ლიმანს და ბახმუტს, წარუმატებელ იერიშს აწარმოებს ავდეევკისა და ნოვოპავლოვსკისკენ და ადრე დაპყრობილ რაიონებს იცავს კუპიანსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის ორი და დონეცკის ოლქის თერთმეტი დასახლებული პუნქტის რაიონებში, მათ შორის ქალაქებთან, ბახმუტსა და უგლედართან. 30 იანვარს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „წარმატებული შეტევის“ შედეგად რუსმა სამხედროებმა "მომგებიანი პოზიციები" დაიკავეს დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარის რაიონში.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, თავდაცვის ძალების ავიაციამ 4 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი, მართვის 3 პუნქტი და საბრძოლო მასალების 2 საწყობი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S