Accentnews.ge
ISW – რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს

ISW – რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს

31/01/2023 06:03:37 მსოფლიო

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) შეფასებით, დასავლეთის, უკრაინის და რუსეთის განცხადებები მიუთითებს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევისთვის.

ამერიკელი ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ბოლო, 30 იანვრის განცხადებაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის რუსეთის მზადყოფნის არანაირი ნიშნები არ არსებობს, პუტინი ინარჩუნებს თავის მაქსიმალისტურ მიზნებს, რუსეთს შეუძლია, დამატებით 200 ათასი ადამიანის მობილიზება და იარაღის შეძენას განაგრძობს ირანის და ჩრდილოეთ კორეის ავტორიტარულ რეჟიმებთან პარტნიორობით.

ISW) ყურადღებას ამახვილებს უკრაინის სახმელეთო ძალების რეზერვისტთა საბჭოს ხელმძღვანელის ივან ტიმოჩკოს განცხადებაზეც, რომ მოსალოდნელი შეტევის ფარგლებში, რუსეთი დონბასში აძლიერებს სამხედრო დაჯგუფებას და იერიშის დაწყება მოუწევს ქვეყნის შიგნით მზარდი ზეწოლის გამო.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს განცხადებები ადასტურებს მათ ადრინდელ პროგნოზს, რომ რუსული ძალები ქმნიან პირობებს უახლოეს თვეებში, ლუგანსკის ოლქში შეტევის დასაწყებად. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, ამის წინაპირობებს საინფორმაციო სივრცეშიც ამზადებენ კრემლის მხარდამჭერი რუსი სამხედრო ბლოგერები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S