Accentnews.ge
აშშ–მა უკრაინას Bradley–ების პირველი პარტია გაუგზავნა

აშშ–მა უკრაინას Bradley–ების პირველი პარტია გაუგზავნა

31/01/2023 05:50:30 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას Bradley-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაუგზავნა.

ამერიკული არმიის სატრანსპორტო სარდლობის მიერ 30 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 60-ზე მეტმა საბრძოლო მანქანამ გასულ კვირაში დატოვა სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე ჩრდილოეთ ჩარლსტონის პორტი.

სარდლობის განცხადებით, უკრაინის ძალებს ექნებათ შეტევისა და თავდაცვის დამატებითი საშუალებები რუსეთის უკანონო შეჭრისგან საკუთარი საზღვრების დასაცავად.

ქვეითთა საბრძოლო მანქანები Bradley შედის უკრაინისთვის განკუთვნილ, 2.85 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ 2023 წლის იანვარში დაამტკიცა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 27 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S