Accentnews.ge
მაკრონი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ გამორიცხავს

მაკრონი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ გამორიცხავს

31/01/2023 05:52:25 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს. თუმცა მან დასძინა, რომ საამისოდ ჯერ გარკვეული პირობების შესრულებაა საჭირო.

ჰააგაში, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონს ჰკითხეს განიხილავს თუ არა საფრანგეთი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას უკრაინისთვის. მისი თქმით, "გამორიცხული არაფერია", თუკი პირობები დაკმაყოფილებული იქნება.

"ეს მოიცავს იმის გამორიცხვას, რომ საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთის მიწას შეეხება და ასევე იმის უზრუნველყოფას, რომ მათი გაცემა არ დაასუსტებს საფრანგეთის არმიას", – განაცხადა მაკრონმა.

მანამდე, უკრაინას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებაზე უარი აშშ–მა და გერმანიამ განუცხადეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S