Accentnews.ge
ბაიდენი უკრაინისთვის F-16-ების გაგზავნაზე უარს აცხადებს

ბაიდენი უკრაინისთვის F-16-ების გაგზავნაზე უარს აცხადებს

31/01/2023 05:40:29 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კიევს F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებებს არ მიაწვდის.

თეთრ სახლთან ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, გეგმავდა თუ არა პრეზიდენტი უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას, რაზეც ბაიდენმა უპასუხა „არა“.

ბაიდენს მანამდეც განუცხადებია, რომ სამხედრო თვითმფრინავების მიწოდების საკითხი დღის წესრიგში არ არის.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის M1 Abrams–ის ტიპის 31 ტანკის გაგზავნის შესახებ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S