ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას მოუწოდებს, შეწყვიტოს უვიზო რეჟიმი რუსეთთან
30/01/2023 19:28:08 მსოფლიო
ევროკავშირმა ბლოკში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყანას ბოსნია და ჰერცეგოვინას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაასრულოს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
"ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრული შესაბამისობის მოლოდინი [გვაქვს] ბოსნია და ჰერცეგოვინასგან, რაც არ ითვალისწინებს უვიზო რეჟიმს რუსეთთან", - განუცხადა ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩასულმა ევროკავშირის დელეგაციამ "რადიო თავისუფლებას" 30 იანვარს.
ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიიღო და მისგან მოელიან სანქციების და სავიზო პოლიტიკის ევროკავშირისასთან შესაბამისობაში მოყვანას.


