გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს
30/01/2023 18:53:53 მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი ბორის პისტორიუსი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან ბუნდესვერის ოპერაციულ ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.
„უახლოეს მომავალში შედგება ჩემი ვიზიტი უკრაინაში“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
პისტორიუსს უკრაინაში ჩასვლის თარიღი არ დაუსახელებია.


