Accentnews.ge
ხორვატიის პრეზიდენტი უკრაინისთვის ტანკების და სხვა აღჭურვილობის მიწოდების გამო დასავლეთის ქვეყნებს აკრიტიკებს

ხორვატიის პრეზიდენტი უკრაინისთვის ტანკების და სხვა აღჭურვილობის მიწოდების გამო დასავლეთის ქვეყნებს აკრიტიკებს

30/01/2023 18:03:37 მსოფლიო

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი უკრაინისთვის ტანკების და სხვა აღჭურვილობის მიწოდების გამო დასავლეთის ქვეყნებს აკრიტიკებს.

მისი თქმით, "აღჭურვილობის მიწოდება ომს გაახანგრძლივებს".

"სიგიჟეა იმის დაჯერება, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, კონვენციურ ომში", – განაცხადა მილანოვიჩმა.

მილანოვიჩმა არჩევნებში გაიმარჯვა 2019 წელს, როგორც მემარცხენე ორიენტაციის ლიბერალმა კანდიდატმა, რომელიც უპირისპირდებოდა ამ ქვეყანაში ამჟამად მოქმედ კონსერვატიულ მთავრობას. თუმცა მას მერე მილანოვიჩმა პოპულისტური ნაციონალიზმის ორიენტაცია შეიძინა და გამოდიოდა რუსეთისა და ბალკანეთის მიმართ დასავლეთის პოლიტიკის კრიტიკით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S