პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა
30/01/2023 15:28:50 მსოფლიო
პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა, დაშავდა 150 პირი, – იუწყება AP.
არსებული ინფორმაციით, მეჩეთზე თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ის მომლოცველებით იყო სავსე.
აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა და რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოიყოლა.
მომხდარზე პასუხისმებლობა პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს.


