ზელენსკიმ დანიის პრემიერთან ერთად მიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა
30/01/2023 13:28:42 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან მეტე ფრედერიქსენთან ერთად მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა. მადლობა ყველა მედმუშაკს, რომლებიც ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ“, – წერს ზელენსკი.


