ერმაკი: "პოლონეთი მზადაა უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს, თუ NATO ნებას დართავს"
30/01/2023 13:26:28 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, პოლონეთი მზადაა უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს, თუ NATO ნებას დართავს.
"F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მოპოვებაზე მუშაობა გრძელდება, არის პოზიტიური სიგნალები პოლონეთიდან, რომელიც მზადაა NATO-სთან კოორდინაციით [F-16] გადმოგვცეს. ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები - მშვენიერი კომპანიაა რუსი მტრების სასუქად გადაქცევისთვის", -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
გუშინ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნით, F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, არ დაკარგონ დრო და უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდონ.
24 იანვარს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა დაიწყეს მუშაობა უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე.


