
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ ამოუცნობი რაკეტები გაუშვა
31/10/2019 13:42:56 სხვა, მსოფლიო
ჩრდილოეთკორეელმა სამხედროებმა იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს, - იუწყება სამხრეთ კორეის შტაბების ხელმძღვანელმა გაერთიანებული კომიტეტი.
მისივე ინფორმაციით, გაშვება პროვინცია პხიონან-ნამდოდან განხორციელდა.
სამხედროები ამჟამად ვითარების ანალიზს ახორციელებენ. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ცნობილია მხოლოდ, რომ რაკეტები იაპონიის ზღვაში, იაპონიის განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ ჩამოვარდა.
სეული და ტოკიო არ გამორიცხავენ, რომ რაკეტები ბალისტიკური იყოს.
ცნობისთვის: 2 ოქტომბერს პხენიანმა გააკეთა განცხადება წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების წარმატებული გამოცდის თაობაზე. მაშინ იაპონიამ ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამედროვე რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი წყნარ ოკეანეში გასვლის შემთხვევაში შეძლებს, გუამსა და ჰავაიზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანოს იერიში.