Accentnews.ge
"სააკაშვილის საზიარებლად ვიყავი მოსული და არ შემიშვეს, 30 წელზე მეტია, ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე"

"სააკაშვილის საზიარებლად ვიყავი მოსული და არ შემიშვეს, 30 წელზე მეტია, ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე"

30/01/2023 10:44:19 საზოგადოება

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზიარებლად არ შეუშვეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის ავადმყოფის ზიარებაზე არავის, არასდროს უთქვამს უარი.

„ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR და დაუდასტურდება თუ არა იმის მიხედვით [მოიქცევიან]. მე მართალი გითხრათ, არ ვიცი, რას ნიშნავს ეს იმიტომ, რომ ავად რომ არის მაშინ უნდა ადამიანს ზიარებაც და გამოჯანმრთელებაც, ჰოდა, მე მზად ვიყავი შევსულიყავი. საზიარებლად ვიყავი მოსული და პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, 30 წელზე მეტია ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს, არავის არ უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე. ადამიანს აქვს უფლება იცოცხლოს და თუ აქ, ამ ქვეყანაში არ ხერხდება, უცხოეთში უნდა გაგრძელდეს მისი მკურნალობა, ამაში დარწმუნებული ვარ", - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S