Accentnews.ge
სტოლტენბერგი მოუწოდებს სამხრეთ კორეას, დაუშვას იარაღის პირდაპირი ექსპორტი უკრაინაში

სტოლტენბერგი მოუწოდებს სამხრეთ კორეას, დაუშვას იარაღის პირდაპირი ექსპორტი უკრაინაში

30/01/2023 10:12:22 მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს სამხრეთ კორეას, დაუშვას იარაღის პირდაპირი ექსპორტი უკრაინაში.

მან მიმართა სამხრეთ კორეას, გადახედოს კანონს კონფლიქტურ ქვეყნებში იარაღის არგატანის თაობაზე, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შემოჭრის მოგერიებაში.

”მე მოვუწოდებ კორეის რესპუბლიკას, გააგრძელოს და გააძლიეროს სამხედრო მხარდაჭერის კონკრეტული საკითხი. ნატო–ს რამდენიმე მოკავშირემ, რომლებსაც ჰქონდათ იარაღის არგატანის პოლიტიკა კონფლიქტურ ქვეყნებში, ახლა ეს მიდგომა შეცვალეს. ამის მაგალითია გერმანია, ნორვეგია და ნატო–ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა შვედეთი. უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ, ამ ქვეყნებმა შეცვალეს პოლიტიკა, რადგან მიხვდნენ, რომ როცა სასტიკ შემოჭრის წინაშე დგახარ, როცა დიდი ძალა – რუსეთი, უხეშად შეიჭრა მეორე ქვეყანაში, როგორც ეს ვნახეთ უკრაინაში, თუ გვჯერა თავისუფლების, დემოკრატიის და თუ არ გვინდა, რომ გაიმარჯვოს ავტოკრატიამ და ტირანიამ, მაშინ მათ იარაღი სჭირდებათ. როდესაც შარშან მოხდა სრულმასშტაბიანი შეჭრა, ბევრმა ქვეყანამ შეცვალა თავისი პოლიტიკა, რადგან გააცნობიერეს, რომ ერთადერთი გზა დემოკრატიის დასაცავად, უკრაინის გამარჯვებისა და მდგრადი მშვიდობის პირობების შესაქმნელად არის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა", – განაცხადა სტოლტენბერგმა სეულში, ჩეის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის: სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც არეგულირებს ქვეყნის საგარეო ვაჭრობის კანონს, ნათქვამია, რომ მისი ექსპორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ „სამშვიდობო მიზნებისთვის“ და „არ უნდა იმოქმედოს საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოების დაცვაზე ან ეროვნულ უსაფრთხოებაზე“.

სამხრეთ კორეა ასევე არის ხელმომწერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების, რომელიც რატიფიცირებულია 2014 წელს, რათა მჭიდრო კონტროლი შეინარჩუნოს იმაზე, თუ ვინ იღებს იარაღს და რა პირობებში შეიძლება მისი გამოყენება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S