ბუდანოვი: "უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, ამისთვის აუცილებელია ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია"
30/01/2023 09:19:02 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, რისთვისაც მას ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში აქტიური ინტეგრაცია სჭირდება.
„ჩვენი ამოცანები, უკრაინის ამოცანები არის რუსეთის ფედერაციის სისტემური და სახელმწიფო დასუსტება. ამისათვის ჩვენ აქტიურად უნდა შევიდეთ ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში: პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო სტრუქტურებში“, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, უკრაინამ „კოშმარივით“ უნდა დაივიწყოს პოსტსაბჭოთა პერიოდი.


