
გელათში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა
30/01/2023 08:14:37 საზოგადოება
გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
არქიმანდრიტი ორ კვირაზე მეტია, საავადმყოფოში იმყოფებოდა.
„გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო. არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აცხადებდა ქუთაის-გაენათის ეპარქია.