ბლინკენი: "ვაშინგტონი განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა ირანის ბირთვული იარაღით აღჭურვა არ დაუშვას"
30/01/2023 06:15:08 მსოფლიო
ვაშინგტონი განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა ირანის ბირთვული იარაღით აღჭურვა არ დაუშვას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ირანს შეეძლო ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნება გასული ზაფხულის ბოლოს, თუმცა უარი თქვა შეთავაზებაზე, რაზეც ყველა მხარე შეთანხმებული იყო.
„ახლა ჩვენი ყურადღება გამახვილებულია ბევრ რამეზე, რაც ზაფხულის შემდეგ მოხდა, მათ შორისაა ირანელი ხალხის საშინელი რეპრესიები ირანის ქუჩებში. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ირანი მხარს უჭერს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, აწვდის მას უპილოტო თვითმფრინავებს და, პოტენციურად, იარაღის სხვა სისტემებს. ამავდროულად, ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებასთან გამკლავების ყველაზე ეფექტური გზა დიპლომატიაა. დიპლომატია არასოდეს არის მაგიდის მიღმა. პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე ცხადყო, რომ ჩვენ მოწოდებული ვართ, ირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი და ყველა ვარიანტი რჩება მაგიდაზე, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ჩვენი სასურველი გზა დიპლომატია იქნება“, განაცხადა ბლინკენმა.


