Accentnews.ge
შოლცი: "11 თვეა, ველაპარაკები და კვლავ დაველაპარაკები პუტინს"

შოლცი: "11 თვეა, ველაპარაკები და კვლავ დაველაპარაკები პუტინს"

30/01/2023 06:02:22 მსოფლიო

"11 თვეა, ველაპარაკები და კვლავ დაველაპარაკები პუტინს", – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა „ტაგესშპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

შოლცის თქმით, სატელეფონო საუბრების ტონი არ არის არათავაზიანი, მაგრამ მხარეების მოსაზრებები სრულიად განსხვავებულია.

„ბოლოს ეს დეკემბრის დასაწყისში მოხდა და მე კვლავ დაველაპარაკები პუტინს, ვინაიდან საჭიროა ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკოთ. თუმცა ერთი რამ არის ნათელი: ვიდრე რუსეთი აგრძელებს ომს შეუმცირებელი აგრესიით, არსებული ვითარება არ შეიცვლება. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მე მკაფიოდ გამოვხატავ ამ საკითხზე ჩემს პოზიციას. ხანდახან ყოფილა სპეციფიკური შეკითხვები ტყვეთა გაცვლაზე, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საუბრები დაუბრუნდეს რეალურ თემას: როგორ გამოვა მსოფლიო ამ საშინელი ვითარებიდან? ამის წინაპირობა ნათელია: რუსეთის ჯარების გაყვანა“, - განაცხადა შოლცმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S