Accentnews.ge
ერდოღანი: "თურქეთის გადაწყვეტილებამ ფინეთსა და ნატო–ზე შესაძლოა, შვედეთი შოკში ჩააგდოს"

ერდოღანი: "თურქეთის გადაწყვეტილებამ ფინეთსა და ნატო–ზე შესაძლოა, შვედეთი შოკში ჩააგდოს"

30/01/2023 05:20:35 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მიანიშნა, რომ ანკარა შესაძლოა, დათანხმდეს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ უარი თქვას მსგავს თანხმობაზე შვედეთს.

"საჭიროების შემთხვევაში ფინეთს სხვა პასუხს გავცემთ, ვიდრე შვედეთს. შვედეთი შოკირებული იქნება ჩვენი პასუხით", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

თურქული მედიის ცნობით, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრობრისას ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა არა ყურანის დაწვაზე, არამედ სტოკჰოლმისადმი მოთხოვნაზე, რომ მოეხდინა იმ რამდენიმე ათეული ქურთი აქტივისტის თურქეთში ექსტრადირება, რომლებსაც ანკარა ტერორიზმში ადანაშაულებს.

"თუ ნამდვილად გსურთ ნატო–ში გაწევრიანება, მაშინ ამ ტერორისტებს გადმოგვცემთ", - განაცხადა ერდოღანმა.

შვედეთმა და ფინეთმა გასულ ზაფხულს მადრიდში ალიანსის სამიტზე თურქეთთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, ორივე ქვეყანამ გააუქმა თურქეთის მიმართ არსებული იარაღის ემბარგო. შვედეთმა ანტიტერორისტული კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში და ასევე მოახდინა რამდენიმე ეჭვმიტანილის ექსტრადირება.

მაგრამ შვედმა მოსამართლეებმა ხელი შეუშალეს რიგი ეჭვმიტანილების ექსტრადიციას, ხოლო შვედეთის პროკურატურამ უარი თქვა საქმის აღძვრაზე იმ ქურთი აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებმაც დემონსტრაციის დროს ერდოღანის გამოსახულება ჩამოკიდეს. ამან ანკარის განრისხება გამოიწვია. ყურანის დაწვასთან დაკავშირებული აქციის შემდეგ კი თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის შვედეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია.

იმისათვის, რომ შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრები გახდნენ, მათი გაწევრიანება კავშირის 30-მდე ქვეყანამ უნდა დაამტკიცოს. ნატო–ს 28 ქვეყნის პარლამენტმა უკვე მოახდინა შვედეთისა და ფინეთის წევრობის რატიფიცირება. მხოლოდ თურქეთს და უნგრეთს არ მიუციათ თანხმობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S