
ხერსონზე მორიგ რუსულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა
29/01/2023 16:03:32 მსოფლიო
ხერსონზე მორიგ რუსულ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა. რუსული დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება.
დაშავებულია ხუთი პირი.
ხერსონის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ „ტელეგრამ–არხზე განაცხადა, რომ რუსული ძალების იერიშების სამიზნე იყო საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური, ფოსტა, ბანკი და საცხოვრებელი კორპუსები.
„დაშავებულთა შორის იყო მედდა, რომელიც მუშაობდა რეგიონულ საავადმყოფოში, როდესაც მას თავს დაესხნენ”, -აცხადებს ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იური სობოლევსკი.