Accentnews.ge
რომელი ქვეყანა რამდენ საბრძოლო ტანკს უგზავნის უკრაინას

რომელი ქვეყანა რამდენ საბრძოლო ტანკს უგზავნის უკრაინას

29/01/2023 15:55:17 მსოფლიო

დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინაში საბრძოლო ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღეს.

რომელი ქვეყანა რამდენ საბრძოლო ტანკს უგზავნის უკრაინას

  • გერმანია – Leopard 2 ტიპის 14 ტანკი.
  • პოლონეთი – Leopard 2 ტიპის 14 ტანკი.
  • კანადა – Leopard 2 ტიპის 2 ტანკი.
  • აშშ – M1 Abrams ტიპის 31 ტანკი.
  • გაერთიანებული სამეფო – Challenger 2 ტიპის 14 ტანკი.

გარდა Leopard 2 ტიპის 14 ტანკისა, პოლონეთი აცხადებს, რომ უკრაინას კიდევ 60 ერთეულ თანამედროვე საბრძოლო ტანკს გაუგზავნის.

ამასთან, ხსენებული ქვეყნების გარდა, კიევისთვის ტანკების გაგზავნის მზაობა სხვა ევროპულმა სახელმწიფოებმაც გამოთქვეს, თუმცა მათ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

  • ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, "ქვეყანა მზად არის უკრაინაში Leopard 2 ტიპის რამდენიმე ტანკი გაგზავნოს".
  • არსებული ინფორმაციით, ნორვეგია კიევისთვის Leopard 2–ების მიწოდების საკითხს განიხილავს.
  • ნიდერლანდების პრემიერ–მინისტრის განცხადებით, მთავრობა „სერიოზულად განიხილავს“ გერმანიიდან 18 ერთეული Leopard 2–ის შეძენისა და მათი უკრაინაში გაგზავნის საკითხს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S